სერვის ცენტრი

SilkAesthetic-ის სერვის ცენტრი წარმოადგენს დამოუკიდებელ, მრავალპროფილურ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი დონის პროფესიონალურ მხარდაჭერას ესთეტიკური, სამედიცინო, სტომატოლოგიური, ჰოსპიტალური და სხვა პროფესიული დანადგარებისთვის.

ჩვენი სერვის ცენტრის მთავარი მიზანია მოწყობილობების უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა მთელი ექსპლუატაციის ციკლის განმავლობაში — დაწყებული მონტაჟიდან, დასრულებული პოსტ-საგარანტიო მომსახურებით.

რატომ SilkAesthetic Service Center

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის საკუთარი საინჟინრო გუნდი. SilkAesthetic-ში მუშაობენ სერტიფიცირებული ინჟინრები და ტექნიკოსები, რომლებიც გადამზადებულნი არიან როგორც საზღვარგარეთ, საერთაშორისო სასწავლო პროგრამების ფარგლებში, ასევე უშუალოდ მწარმოებელ საწარმოებში.

ეს გვაძლევს შესაძლებლობას ღრმად ვიცნობდეთ თითოეული მოწყობილობის ტექნიკურ სპეციფიკას და უზრუნველვყოთ ზუსტი, უსაფრთხო და ეფექტური სერვისი.

რას გთავაზობთ

  • მოწყობილობების დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მოძიება უშუალოდ მწარმოებლისგან
  • მოწყობილობების მონტაჟი, გაშვება და სისტემური შემოწმება
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურება და პრევენციული შემოწმება
  • ტექნიკური კონსულტაციები და ოპერაციული რეკომენდაციები

ჩვენ ვემსახურებით როგორც SilkAesthetic-ის მომხმარებლებს, ასევე კლინიკებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც უკვე გააჩნიათ აპარატურა და სჭირდებათ სანდო, კვალიფიციური ტექნიკური პარტნიორი.

სერვის ცენტრის ლოკაცია