SilkAesthetic აერთიანებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას, პროფესიულ ცოდნასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურას.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სტანდარტებს, უშუალო პარტნიორობას მწარმოებლებთან და პასუხისმგებლობას თითოეული გადაწყვეტილების მიმართ.

SilkAesthetic დაარსდა 2022 წელს, როგორც SilkAccess-ის შვილობილი კომპანია. კომპანიის მიზანია ესთეტიკური მედიცინის სფეროში უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიწოდება საქართველოს ბაზარზე.

SilkAesthetic წარმოადგენს ქართულ-ჩინურ პარტნიორობაზე დაფუძნებულ კომპანიას, თუმცა პროდუქციის იმპორტს ვახორციელებთ არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან — უშუალოდ სერტიფიცირებული მწარმოებლებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება პირდაპირ თანამშრომლობას ქარხნებთან, შუამავლების გარეშე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევთავაზოთ ბაზარს ხარისხიანი და სანდო პროდუქცია კონკურენტულ ფასად.

SilkAesthetic აერთიანებს პროდუქციას, ცოდნასა და ტექნიკურ მხარდაჭერას ერთ სტანდარტში.

კვლევა და სტანდარტები
ჩვენი პროდუქციის შერჩევა ეფუძნება ბაზრის სიღრმისეულ კვლევას. არსებული ასეულობით მწარმოებლიდან ვირჩევთ მხოლოდ იმ ქარხნებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატებს.

ჩვენს კატალოგში წარმოდგენილია შერჩეული მწარმოებლების ყველაზე მოთხოვნადი და უსაფრთხო გადაწყვეტილებები. თუ თქვენთვის საჭირო პროდუქტი კატალოგში არ არის წარმოდგენილი, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მისი მოძიებაში.

Meet The Team

Far far away, behind the word mountains, far from the countries Vokalia and Consonantia, there live the blind texts. Separated they live in Bookmarks.